05:30 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-16 17:23:40, 1087 ნახვა

მსოფლიო
ურსულა ფონ დერ ლაიენი ნავალნიზე - ეს არის შეხსენება, თუ რა არის პუტინი და მისი რეჟიმი

ძალიან შეწუხებული და დამწუხრებული ვარ ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შესახებ ცნობით, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, „ეს არის შეხსენება, თუ რა არის პუტინი და მისი რეჟიმი".

„პუტინს საკუთარ ხალხში უთანხმოების გარდა არაფრის ეშინია. ეს არის საშინელი შეხსენება იმისა, თუ რა არის პუტინის რეჟიმი. მოდი, გავერთიანდეთ ჩვენ ბრძოლაში, რათა დავიცვათ მათი თავისუფლება და უსაფრთხოება, ვინც გაბედავს ავტოკრატიის წინააღმდეგ წინსვლას“, - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics