05:31 - 20 Aug, 2026
|
2024-02-16 16:49:35, 981 ნახვა
მსოფლიო
ევროპარლამენტის პრეზიდენტი ნავალნიზე - რუსეთმა მას წაართვა თავისუფლება და სიცოცხლე, მაგრამ ვერ წაართვა ღირსება
შეძრწუნებული ვარ სახაროვის პრემიის ლაურეატის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალებით, - ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა სოციალურ ქსელ X-ზე წერს. როგორც მეცოლა აღნიშნავს, „რუსეთმა ნავალნის წაართვა თავისუფლება და სიცოცხლე, მაგრამ ვერ წაართვა ღირსება". „მსოფლიომ დაკარგა მებრძოლი, რომლის გამბედაობაც თაობების განმავლობაში იპოვის გამოძახილს. შეძრწუნებული ვარ სახაროვის პრემიის ლაურეატის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალებით. რუსეთმა წაართვა მას თავისუფლება და სიცოცხლე, მაგრამ ვერ წაართვა ღირსება. დემოკრატიისთვის მისი ბრძოლა გრძელდება“, - წერს მეცოლა. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)