12:51 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-16 14:51:40, 1873 ნახვა

ომი უკრაინაში
კუდრიაშოვი - რუსმა ოკუპანტებმა ავდიევკას ერთ-ერთ რაიონში უკრაინის არმიის მე-3 ცალკეული ბრიგადა ალყაში მოაქციეს [ვიდეო]

ავდიევკას ერთ-ერთ რაიონში მე-3 ცალკეული მოიერიშე ბრიგადის ჯარისკაცები მთლიანად ალყაში იმყოფებიან, - ამის შესახებ მე-3 ცალკეული მოიერიშე ბრიგადის მეთაურის მოადგილემ, როდიონ კუდრიაშოვმა განაცხადა.

მისი თქმით, ქალაქის ზოგიერთ რაიონში ვითარება კრიტიკულია - „მტერმა ბრიგადა ზოგიერთ ადგილას - 180-გრადუსიან, ზოგან კი 360-გრადუსიან ალყაში მოაქცია".

„მტერს მართლაც დიდი უპირატესობა აქვს ჩვენზე. მოწინააღმდეგე სამხედროებს შორის არიან რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს წარმომადგენლები, რომლებიც მოწინავე პოზიციებზე იმყოფებიან ავდიევკაზე შეტევის დროს. რაც შეეხება ქალაქში არსებულ ვითარებას, ზოგან კრიტიკულია, ზოგან დაძაბული, სადღაც გვაქვს 180, სადღაც კი 360-გრადუსიანი ალყა. ვცდილობთ სიტუაციის გამოსწორებას. ამ მომენტში სიტუაცია რთულია, მაგრამ კონტროლირებადი“, - განაცხადა კუდრიაშოვმა.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფილმი „მაიკლი“ ყველა დროის ყველაზე მაღალშემოსავლიან ბიოგრაფიულ ფილმად იქცა
ჯანმო- ევროპაში უკიდურესი სიცხის გამო ერთ კვირაში 1300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა
გვარამია: ხოშტარიას საკითხზე ველოდებით ადეკვატურ გადაწყვეტილებას, წინააღმდეგ შემთხვევაში საპასუხო რეაგირება გვექნება
ევროპულმა სასამართლომ 5 სამოქალაქო ორგანიზაციის დაყადაღების საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics