02:40 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-16 11:59:54, 781 ნახვა

საზოგადოება
სოფელ გლდანში, სამ ქუჩაზე ასფალტის საფარის მოწყობის სამუშაოები იწყება

გლდანის რაიონის გამგეობა კიდევ ორი ქუჩის მოწესრიგებას იწყებს - საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში ამჯერად, სოფელ გლდანში, თავდადებულის, ყაზბეგისა და ჩოლოყაშვილის ქუჩები მოწესრიგდება. ამის შესახებ ინფორმაციას გლდანის რაიონის გამგეობა ავრცელებს.

გამგეობის ცნობით, ყაზბეგის ქუჩაზე, 1 550 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება.

"აღნიშნულისთვის, დაახლოებით, 455 000 ლარი დაიხარჯება. ჩოლოყაშვილის ქუჩაზე 1 200 კვადრატულ მეტრ ფართობზე მოეწყობა ასფალტის საფარი, რისთვისაც დაახლოებით, 83 000 ლარი არის გათვალისწინებული. დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე კი, 1 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე ბეტონის გზა მოეწყობა. სამუშაოებისთვის, დაახლოებით, 80 000 ლარი დაიხარჯება.

ამასთან, გასულ წელს ყაზბეგის ქუჩაზე 721 გრძივ მეტრზე წყალარინების ქსელი მოეწყო, სამუშაოებისთვის 167 500 ლარი დაიხარჯა. 

გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე აღნიშნული ქუჩების მოსახლეობას შეხვდა და სამუშაოების დაწყების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა",- ნათქვამია გამგეობის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics