03:41 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-15 17:34:44, 658 ნახვა

მსოფლიო
ფაშინიანი - აზერბაიჯანი სომხეთის მიმართ სამხედრო იძულების პოლიტიკის გატარებას კვლავ ცდილობს

აზერბაიჯანი სომხეთის მიმართ სამხედრო იძულების პოლიტიკის გატარებას კვლავ ცდილობს, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

როგორც ფაშინიანი აღნიშნავს, აზერბაიჯანის მხრიდან გაჟღერებული განცხადებები სომხეთის კანონმდებლობასთან დაკავშირებით, სომხეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტის დარღვევა და ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევაა.

„კომენტირების მცდელობას, რომ სომხეთის კანონმდებლობაში არის რაიმე დებულება, რომელიც ხელს უშლის სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერას, არაფერი აქვს საერთო რეალობასთან. როგორც უკვე ვთქვი, სამშვიდობო ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებების დროს სომხეთმა და აზერბაიჯანმა მიაღწიეს შეთანხმებას მთელ რიგ მუხლებზე და ერთ-ერთი მათგანია, რომ მხარეებს არ შეუძლიათ, მიმართონ თავიანთ კანონმდებლობას სამშვიდობო ხელშეკრულების რომელიმე დებულების შესრულებაზე უარის თქმის მიზნით. შესაბამისად, სომხეთის კანონმდებლობაში არ არსებობს დებულება, რომელიც აფერხებს სამშვიდობო ხელშეკრულების განხორციელებას. ეს არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ საექსპერტო შეფასებაა“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics