|
2024-02-15 10:08:15, 766 ნახვა
საზოგადოება
ჩიქოვანი - ვმუშაობთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, ძალიან ბევრი ადამიანის ჩართულობით მიმდინარეობს ჩვენი თავდაცვის ძალების განვითარება
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია „იმედზე“ გადაცემაში „იმედი Live“ თავდაცვის უწყებაში მისი საქმიანობის პრიორიტეტებზე საუბრისას, ყურადღება საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობასა და საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების პროცესში მათ ჩართულობაზე გაამახვილა. ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, თავდაცვის სფეროში საერთაშორისო პარტნიორებთან „ძალიან კარგი, დინამიური თანამშრომლობა გვაქვს, რაც მომავალშიც გაგრძელდება". „ხაზი მინდა გავუსვა, რომ უკვე მქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრები ელჩებთან, უკვე დაგეგმილია რამდენიმე სხვა შეხვედრა. ეს არა მხოლოდ გაცნობითი შეხვედრებია, არამედ, ჩვენ უკვე საქმეზე ვსაუბრობთ“, - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა. თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, მომავალ კვირას ის პრემიერ-მინისტრთან ერთად, ბრიუსელში გაემგზავრება, სადაც მონაწილეობას მიიღებს როგორც საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაში, ასევე, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში. „ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობა ჩემთვის, როგორც ახლადდანიშნული თავდაცვის მინისტრისთვის, მეორე მხრივ, ეს არის მკაფიო განაცხადი, თუ როგორ ვაგრძელებთ საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობებს“.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)