03:32 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-14 16:38:28, 755 ნახვა

საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში გორის მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეები იმყოფებოდნენ

გორის მუნიციპალიტეტის სოფლების (კარალეთის, ქვემო სობისის, ბერშუეთის, ქვეშისა და სვენეთის) საჯარო სკოლების მოსწავლეები სურსათის კვლევის დეპარტამენტში მიმდინარე კვლევებს გაეცნენ. მოსწავლეებმა უახლესი აპარატურით აღჭურვილ ლაბორატორიები დაათვალიერეს და სპეციალისტებისგან სურსათის კვლევის მნიშვნელობის და მეთოდოლოგიის შესახებ მიიღეს ინფორმაცია. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მოსწავლეები ლაბორატორიაში გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდნენ. ღონისძიება შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის პროექტის ფარგლებში გაიმართა.

"აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია აქტიურად თანამშრომლობს როგორც უმაღლეს, ასევე საშუალო საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, რაც ხელს უწყობს ახალგაზრდა თაობაში ლაბორატორიული კვლევების მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების გაზრდას და შესაბამისი პროფესიებით დაინტერესებას", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics