|
2024-02-09 15:24:50, 830 ნახვა
საზოგადოება
მერია - რომელაშვილის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა
ნაძალადევის რაიონში გზების კეთილმოწყობის სამუშაოები გრძელდება. ზღვისუბნის მესამე მიკრორაიონი, პირველი კვარტალი, N20 კორპუსის მიმდებარედ, 1 800 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარის მეორე ფენის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, რომელაშვილის ქუჩის დაზიანებულ მონაკვეთზე, გზის კეთილმოწყობამდე 100 მეტრი გრძივი და 6 მეტრი სიმაღლის გრუნტის დამჭერი კედელი აშენდა, ასევე, ტროტუარი მოეწყო. კომპანიამ ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ კი, 300 მეტრ სიგრძეზე ამორტიზებული სასმელი წყლის მილი შეცვალა. „საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგებელმა, ირაკლი ანდღულაძემ და თბილისის მერის მოადგილემ, კახაბერ გულედანმა ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად დაათვალიერეს. პროექტი ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება. საყრდენი კედლის მშენებლობისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 1 490 000 ლარი, ხოლო საგზაო სამუშაოებისთვის 139 614 ლარი გამოიყო“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)