|
2024-02-09 13:04:45, 657 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი გულედანმა ვეტერინარული დაავადებების შესახებ ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორმა, ირაკლი გულედანმა ვეტერინარული დაავადებების შესახებ ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაში (CRWAD) მიიღო მონაწილეობა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, კონფერენცია ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ ჩიკაგოში გაიმართა. ღონისძიებაში 500-ზე მეტი მეცნიერი და დარგის სპეციალისტი მონაწილეობდა. წარმოდგენილი იყო სამეცნიერო ნაშრომები და პრეზენტაციები. „კონფერენციის ძირითადი სამუშაო თემა იყო ერთიანი ჯანმრთელობის მიდგომებზე ვექტორებით გადამდები ზოონოზური დაავადებების (დაავადება, რომელიც არის ბუნებრივად გადამდები, პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით, ცხოველებსა და ადამიანებს შორის) წინააღმდეგ ღონისძიების ფარგლებში მოხდა ცხოველთა დაავადებების სფეროში არსებული სიახლეების გაცნობა და გაზიარება. საერთაშორისო კონფერენციაში, აშშ-ის ბიოლოგიური საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) მიწვევით, საქართველოს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ხელმძღვანელთან ერთად, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის შესაბამისის სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)