|
2024-02-07 18:08:07, 772 ნახვა
საზოგადოება
კობახიძე - წელს მნიშვნელოვნად იზრდება მასწავლებლების ხელფასი, ასეთი სწრაფი ზრდა აქამდე არ გვქონია, მადლობა ამ ინიციატივისთვის განათლების მინისტრს
წელს მნიშვნელოვნად იზრდება მასწავლებლების ხელფასი. ხელფასების ასეთი სწრაფი ზრდა ჩვენ აქამდე არ გვქონია, მადლობა ამ ინიციატივისთვის განათლების მინისტრს,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციასთან შეხვედრაზე, სამთავრობო პროგრამის წარდგენისას განაცხადა. მისი თქმით, განათლების სფეროში რეფორმების განხორციელება გაგრძელდება, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა განათლების ყველა საფეხურზე ინფრასტრუქტურის განვითარებას. „ამჟამად მიმდინარეობს 250 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი და ეს პროცესი ბოლომდე იქნება მიყვანილი. ასევე გაგრძელდება 4 ახალი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების და ორი სასწავლო სახელოსნოს მშენებლობა. როგორც მოგეხსენებათ, წელს მნიშვნელოვნად იზრდება მასწავლებლების ხელფასი. ხელფასების ასეთი სწრაფი ზრდა ჩვენ აქამდე არ გვქონია და მადლობა ამ ინიციატივისთვის განათლების მინისტრს. იგეგმება ეროვნული სასწავლო გეგმის განახლება და აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა სახელმძღვანელოების განახლებაზე, რაც ერთერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ასევე იგეგმება ყველა არაქართულ სკოლაში ორენოვანი სწავლების დანერგვა, ზომები იქნება მიღებული იმისთვის, რომ სკოლებში ბავშვები უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)