06:17 - 20 Aug, 2026
|
2024-02-07 17:41:56, 823 ნახვა
საზოგადოება
ასურეთში საჰაერო ბურთის ჩამოვარდნას ტელეკომპანია „იმედის“ ოპერატორი ემსხვერპლა
სოფელ ასურეთის მიმდებარედ, საჰაერო ბურთის ჩამოვარდნის შედეგად ტელეკომპანია "იმედის" ოპერატორი მიშო ბიძინაშვილი დაიღუპა. ამის შესახებ განცხადებას "იმედი" ავრცელებს. "იმედის" განცხადების თანახმად, ასევე დაღუპული არიან მფრინავები. "ტელეკომპანია "იმედი" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ჩვენი თანამშრომლის და მფრინავების გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს. მომხდარი ტრაგედიის გამო, ტელეკომპანია "იმედი" საეთერო ბადეს ცვლის", - ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, ასურეთში საჰაერო ბურთი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზს შეეჯახა, რამაც 3 ადამიანის დაღუპვა გამოიწვია. როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 275-ე მუხლით მიმდინარეობს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)