|
2024-02-07 17:22:08, 695 ნახვა
საზოგადოება
კობახიძე - ჩვენ გვჭირდება ძლიერი ქართული სოფელი, ამისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის განვითარება
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ, საპარლამენტო ოპოზიციის ფორმატში საქართველოს მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვისას, სოფლის მეურნეობის სფეროში განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, გაგრძელდება ყველა დაწყებული პროექტი და გაიზრდება წვდომა ფინანსურ ინსტრუმენტებზე. "ჩვენ გვჭირდება ძლიერი ქართული სოფელი, ამისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის განვითარება. აქაც გაგრძელდება ყველა ის დაწყებული პროექტი, რომელიც ამ სფეროში ხორციელდება. გვინდა გაიზარდოს წვდომა ფინანსურ ინსტრუმენტებზე, სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ პირთათვის. ხელს შევუწყობთ კვლავაც მემცენარეობის, მეცხოველეობის, თევზჭერის, ბიოწარმოების, გადამუშავების და შემნახველი საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების, აგროდაზღვევის, სამელიორაციო სისტემის განვითარებას. ასევე ვიზრუნებთ იმაზე, რომ გაფართოვდეს არსებული ბაზრები სოფლის მეურნეობისთვის და მოვიძიოთ ახალი ბაზრები",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)