|
2024-02-07 12:37:56, 2211 ნახვა
საზოგადოება
ომბუდსმენმა აღსრულების ბიუროს წინადადებით მიმართა - ზამთრში შეზღუდოს იმ პირთა გამოსახლება, რომლებიც ერთადერთ საცხოვრებელს კარგავენ
საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა აღსრულების ეროვნულ ბიუროს წინადადებით მიმართა - ზამთრის განმავლობაში შეზღუდოს იმ პირთა გამოსახლების პროცესი, რომლებიც ერთადერთ საცხოვრებელს კარგავენ. ამის შესახებ ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს. აპარატის ცნობით, გამოსახლების პროცედურის დასაბუთებულობისა და პროპორციულობის პრინციპებიდან გამომდინარე, სახალხო დამცველი თავის მიმართვაში დაეყრდნო გაეროს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტისა და ევროპის სოციალური ქარტიის კომიტეტების განმარტებებს, ზოგად კომენტარებს და საუკეთესო პრაქტიკას. "სახალხო დამცველმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ ფონზე, რომელთა მხედველობაში მიღებითაც უნდა განხორციელდეს საქართველოს კონსტიტუციაში განმტკიცებული პრინციპებისა და უფლებების ინტერპრეტაცია. ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია გამოსახლების პროცედურამ უზრუნველყოს საპირისპირო ინტერესთა სამართლიანი ბალანსი და ხელი არ შეუწყოს გამოსასახლებელ პირთა განსაკუთრებით მოწყვლად მდგომარეობაში ჩავარდნას",- აღნიშნულია სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციაში. შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 23 იანვარს, თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე ხატიაშვილების ოჯახი გამოასახლეს, რასაც ხმაური, დაპირისპირება და საზოგადოების ნაწილის პროტესტი მოჰყვა. აღნიშნულის შემდეგ, 24 იანვარს, დადიანის ქუჩაზე კაკიაშვილების, ხოლო 26 იანვარს, ზანდუკელის ქუჩაზე ბალახაძეების ოჯახის გამოსახლება გადაიდო.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)