|
2024-02-05 18:21:43, 837 ნახვა
საზოგადოება
წულუკიანი გელათის საკითხზე - ნებისმიერი ადამიანის საჯარო განცხადება, რომელიც დაგვწამებს ცილს, სასამართლოში დასრულდება
ნებისმიერი ადამიანის საჯარო განცხადება, რომელიც დაგვწამებს ცილს, სასამართლოში დასრულდება, - ამის შესახებ კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა, თეა წულუკიანმა, პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც წულუკიანი აღნიშნავს, ის ვერავის მისცემს უფლებას, რომ იმ სამინისტროს თანამშრომლებს მიაყენოს შეურაცხყოფა, რომელსაც აღნიშნულ საკითხში ბრალი არ მიუძღვის. "მე ვაპირებ და ასეთი დავალება აქვთ ჩემს თანამშრომლებს, რომ ნებისმიერი ადამიანის საჯარო განცხადება, რომელიც დაგვწამებს ცილს, რომ ჩვენ ამჟამად რაღაცას ვაფუჭებთ, ყველა ამგვარი განცხადება დასრულდება სასამართლოში. იმიტომ, რომ ამის მოთმენას მე პირადად აღარ ვაპირებ. როგორც იუსტიციის სამინისტროში, ისე აქ, ყველაფერი, რასაც ჩემი ხელმძღვანელობით, ჩვენი სისტემის თანამშრომლები აკეთებდნენ 8 წლის მანძილზე იუსტიციის სისტემაში და აკეთებენ აქ, რა თქმა უნდა, ყველაფერზე პასუხს ვაგებ მე. და პასუხს ვაგებ არა მხოლოდ დღეს, არამედ 10, 20 და 50 წლის შემდეგაც. მაგრამ როდესაც რაღაცაში არ ვართ ჩართული, მე ვერავის ვერ მივცემ უფლებას, რომ სამინისტროს თანამშრომლებს მიაყენოს შეურაცხყოფა", - განაცხადა წულუკიანმა გელათის მონასტრის რეაბილიტაციაზე საუბრისას.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)