|
2024-02-05 10:30:02, 576 ნახვა
საზოგადოება
გომელაური - ბოლო წლებში, საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ
ბოლო წლებში, საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. გომელაურის თქმით, საექსპერტო-კრიმინალისტიკურმა დეპარტამენტმა წარმატებით მიიღო განმეორებითი აკრედიტაცია, ასევე, განახლდა აღჭურვილობა და დაინერგა ახალი პროგრამული უზრუნველყოფა. "დანაშაულის გახსნაში განსაკუთრებული როლი აკისრია კრიმინალისტიკურ ექსპერტიზას. ბოლო წლებში, საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ. მათ შორის, წარმატებით განხორციელდა განმეორებითი აკრედიტაცია, რის შედეგადაც, დეპარტამენტმა 12 ექსპერტიზის ლაბორატორიისთვის საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნებთან შესაბამისი სერტიფიკატი მიიღო. ყველა ლაბორატორიასა და საექსპერტო მიმართულებაში განახლდა აღჭურვილობა და დაინერგა ახალი პროგრამული უზრუნველყოფა. ასევე, დეპარტამენტმა შეიტანა განაცხადი შემთხვევის ადგილის აკრედიტაციისთვის, რაც ნიშნავს დანაშაულის ადგილზე უახლესი სტანდარტების მიხედვით მუშაობას", - განაცხადა გომელაურმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)