00:46 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-05 10:27:14, 545 ნახვა

საზოგადოება
ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე კრიმინალური პოლიციის რეფორმებზე ისაუბრა

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში სამინისტროს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ამოცანაზე, დანაშაულთან ბრძოლის ეფექტიანი მექანიზმების შემუშავებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეგისტრირებული დანაშაულის გახსნის ზრდასთან ერთად, უწყება განაგრძობს პრევენციული ღონისძიებების გატარებას, რაც რეაგირების მექანიზმების გაუმჯობესებას და პოლიციელების კვალიფიკაციის ამაღლებას ემსახურება.

„მნიშვნელოვანია, რომ კრიმინალური პოლიციის რეფორმის ფარგლებში,  მთელი ქვეყნის მასშტაბით, სრულად გაიმიჯნა  საგამოძიებო, ოპერატიული და პრევენციული მიმართულებები. დამოუკიდებელ საშტატო ერთეულებად ჩამოყალიბდა გამომძიებლის შტატი. გაიზარდა გამომძიებელთა ხელფასები და მათი ფუნქციები სრულად დაკავშირებული გახდა დანაშაულის გამოძიებასთან.

ამავე რეფორმის ფარგლებში, 2023 წლის 25 ოქტომბრიდან დამოუკიდებელ ტერიტორიულ ორგანოდ ჩამოყალიბდა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტი, რომელიც ამბროლაურის, ონის, ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებს მოემსახურება", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics