|
2024-02-05 10:15:30, 610 ნახვა
საზოგადოება
გომელაური - სისტემის მთავარი საყრდენი ღირსეული, თანამედროვე და მოტივირებული პოლიციელია
სისტემის მთავარი საყრდენი ღირსეული, თანამედროვე და მოტივირებული პოლიციელია, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში საპროცედურო საკითხთა და წესების, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ვახტანგ გომელაურმა შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს, სამინისტროში განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორმებსა და პროექტებზე, ასევე, სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. გომელაურის თქმით, უწყების მთავარი პრიორიტეტია ქვეყანაში უსაფრთხო გარემოს შექმნა და კრიმინალთან ეფექტიანი ბრძოლა. მისივე თქმით, ყოველწლიურად იზრდება დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი, რაც თითოეული პოლიციელის დაუღალავი შრომის შედეგია: „პროექტები, რომლის განხორციელებაც უკვე დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ და მომავალ წლებშიც აქტიურად გაგრძელდება, დიდი პასუხისმგებლობაა თითოეული ჩვენგანისთვის. ჩვენს სამინისტროში უკვე განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა და ეს პროცესი გაგრძელდება. შინაგან საქმეთა სამინისტრო უსაფრთხოებასა და მართლწესრიგზე პასუხისმგებელი უწყებაა. ჩვენი მთავარი პრიორიტეტია უსაფრთხო გარემოს შექმნა და ქვეყანაში კრიმინალთან ეფექტიანი ბრძოლა. ის რითაც ყოველ დღე ვამაყობ და რაც არის თითოეული პოლიციელის დაუღალავი შრომის შედეგი, არის სტატისტიკური მაჩვენებლები - დანაშაულის გახსნის სტატისტიკა, რომელიც ყოველწლიურად იზრდება და 2023 წლის ბოლოს უპრეცედენტო ნიშნულს, 64,87%-ს მიაღწია“, - განაცხადა გომელაურმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)