|
2024-02-05 09:45:40, 614 ნახვა
საზოგადოება
საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) შეჯიბრის დირექტორი - შეჯიბრის ორგანიზატორები ნამდვილი პროფესიონალები არიან
გუდაურში "სნოუბორდ კროსის დისციპლინაში" მსოფლიო თასის ჩემპიონატი დასრულდა. შეჯიბრი ორი დღის განმავლობაში ტარდებოდა, რომელშიც 17 ქვეყნის 90-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა. ტურნირის დასასრულს გამოვლინდნენ გამარჯვებულები - ქალთა კატეგორიიდან პირველი ადგილი ბრიტანელმა სპორტსმენმა, შარლოტ ბენქსმა, ხოლო მამაკაცთა კატეგორიიდან პირველი ადგილი კანადელმა სპორტსმენმა, ელიოტ გრონდინმა დაიკავა. საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) შეჯიბრის დირექტორის, უვე ბეიერის განცხადებით, შეჯიბრის ორგანიზატორები ნამდვილი პროფესიონალები არიან. "გუდაურის შეჯიბრის ორგანიზებით ძალიან კმაყოფილები ვართ. მეორე დღეც განსაკუთრებული აღმოჩნდა, ორგანიზატორები ნამდვილი პროფესიონალები არიან. ინფრასტრუქტურაც მშვენიერია. ყველა ძალიან მონდომებული და ენთუზიაზმით სავსეა. ეს ზუსტად ის შემთხვევაა, როცა გლობალურად მოხდა კავკასიონის თეთრი მთების პოპულარიზაცია. დარწმუნებული ვარ, ეს ყველა სეზონის საუკეთესო ღონისძიება იქნება",- განაცხადა უვე ბეიერმა. შეგახსენებთ, "სნოუბორდ კროსის დისციპლინაში" მსოფლიო თასის ჩემპიონატი 3-4 თებერვალს ჩატარდა. შეჯიბრის დასკვნითი ეტაპი კი, ბაკურიანში, დიდველის არეალში 10-11 თებერვალს გაიმართება.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)