|
2024-02-02 16:21:13, 1026 ნახვა
საზოგადოება
საია ფერაძეზე - დაუსაბუთებელი დადგენილებით პატიმრობის გამოყენება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას - დღესვე გავასაჩივრებთ
დაუსაბუთებელი დადგენილებით ყველაზე მკაცრი სანქციის, პატიმრობის გამოყენება დაუშვებელია და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, - ასე ეხმაურება "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" (საია) აქტივისტ ნატა ფერაძის დაკავებას. როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნულ გადაწყვეტილებას საია სააპელაციო სასამართლში დღესვე გაასაჩივრებს. "დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ (მოსამართლე - ნინო შჩერბაკოვი) ნატა ფერაძე წვრილმანი ხულიგნობის ჩადენაში სამართალდამრღვევად მიიჩნია და 5 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ არ დაასაბუთა, რატომ არის გამოყენებული სანქცია პროპორციული ზომა. დაუსაბუთებელი დადგენილებით ყველაზე მკაცრი სანქციის, პატიმრობის გამოყენება დაუშვებელია და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას. ამ გადაწყვეტილებას საია დღესვე გაასაჩივრებს სააპელაციო სასამართლოში", - წერია განცხადებაში. ცნობისთვის, დღეს, 2 თებერვალს სამების ტაძარში განთავსებულ იოსებ სტალინის გამოსახულებიან წმინდა მატრონას ხატზე საღებავის შესხმის გამო, სამოქალაქო აქტივისტ ნატა ფერაძეს სასამრთლომ 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნულის შემდეგ ნატა ფერაძე საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)