|
2024-02-01 11:25:42, 864 ნახვა
საზოგადოება
ზარქუა - „ნაცებს“ მივმართავ - გამოდით წერეთელზე, მინდა დაგთვალოთ, ხელმოცარულებო
მინდა, „ნაცებს“ მივმართო - გამოდით, ბიჭო, წერეთელზე, მინდა, დაგთვალოთ, თქვე ხელმოცარულებო თქვენა,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა. ზარქუას თქმით, თბილსის მერის, კახა კალაძის გუნდმა წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია „დროულად და ხარისხიანად, დათქმულ ვადაში" შეძლო. „მინდა, „ნაცებს“ მივმართო - გამოდით, ბიჭო, წერეთელზე, მინდა, დაგთვალოთ, თქვე ხელმოცარულებო თქვენა. ეს კიდევ ერთი კარგი ლუსტრაცია იყო თბილისელებისა და მთელი საქართველოსთვის, როგორ არ უნდა გენდოთ; როგორ გიხარიათ, რომ სადმე თუ პროექტში რამე ხინჯია, აბა, დროზე თუ არ დასრულდა, როგორ ხართ ჩასაფრებულები. ხელმოცარულები დარჩით აქაც იმიტომ, რომ კახა კალაძის გუნდმა, მერიამ, ბატონმა ბენდელიანმა, მთელმა ჯგუფმა, ვინც მუშაობდა ღირსებით, დროულად და ხარისხიანად შეძლეს და გააკეთეს დროში და ვადაში. ბუნებრივია, მეორე ეტაპი 15 მარტამდე დამთავრდება, რომელიც გულისხმობს ტროტუარების მოწყობას, განათების, „ლედ" ბოძების დამონტაჟებას, ავტობუსების გაჩერების მოწყობას. დანარჩენი, ორმხრივი მოძრაობა, როგორც პროექტით იყო განსაზღვრული, ვადაში შესრულდა. ასე რომ, კიდევ ერთხელ სირცხვილი თქვენ. გამოდით ახლა, უნდა დაგთვალოთ",- ამბობს ზარქუა, რომლის კომენტარსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)