|
2024-01-31 12:07:53, 590 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - ვარკეთილის მე-3 მასივის მე-4 კვარტალში მდებარე ავარიული კორპუსის ახლით ჩანაცვლების მიზნით, ტენდერი გამოცხადდა
სამგორის რაიონში, ვარკეთილის დასახლებაში, მე-3 მასივის მე-4 კვარტალში, N6 კორპუსის ავარიული შენობის ნაცვლად, ახალი, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სამშენებლო, მათ შორის სარემონტო სამუშაოების შესყიდვის მიზნით, ტენდერი გამოცხადდა. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კალაძის თქმით, მშენებლობის პროცესში მოსახლეობის ქირით გაყვანის ხარჯებს მუნიციპალიტეტი სრულად დაფარავს. „ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს. იცის საზოგადოებამ, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა. შესაბამისად, მათი განახლება და ჩანაცვლება მნიშვნელოვანია. აღნიშნულ მისამართზე იყო 4-სართულიანი, უმძიმეს მდგომარეობაში არსებული სახლი. მის ნაცვლად, ავაშენებთ 10-სართულიან, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის შენობა-ნაგებობას. 36 ოჯახი დაკმაყოფილდება ფართებით მათ სრულად გარემონტებული, მოწესრიგებული საცხოვრებელი სახლები გადაეცემათ. ეს ოჯახები დროებით, ქირით გვყავს გაყვანილი და ამ ხარჯებს მუნიციპალიტეტი საკუთარ თავზე იღებს“, - განაცხადა კალაძემ. ამასთან, თბილისის მერმა კიდევ ერთხელ მიმართა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს, აღნიშნული პროექტის მიმართ მეტი ინტერესი გამოიჩინონ. „მინდა, ვთხოვო დეველოპერულ თუ სამშენებლო კომპანიებს, დაინტერესდეთ აღნიშნული პროექტით, მიიღოთ მონაწილეობა და ერთად შევძლოთ ასეთი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება. ბიზნესის თვალსაზრისით, ეს შეიძლება ძალიან მომგებიანი არ იყოს, თუმცა სოციალური პროექტებია, სადაც თქვენი თანადგომა და მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია“, - დასძინა კალაძემ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)