|
2024-01-30 21:13:25, 771 ნახვა
მსოფლიო
ტუსკი - ორბანი ბრძოლის ველზე მარტო დარჩა - ის ერთადერთი პოლიტიკოსია, რომელიც ასე აშკარად ანტიუკრაინულია
უკრაინასთან დაკავშირებით ორბანი ბრძოლის ველზე მარტო დარჩა, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა ვარშავაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც ტუსკი აღნიშნავს, ვიქტორ ორბანი ერთადერთი პოლიტიკოსია, რომელიც ასე აშკარად ანტიუკრაინულია. "არავითარ შემთხვევაში ჯერ არ მინახავს ისეთი მკაფიო პოზიცია და გადაწყვეტილება, როგორც ამ მომენტში ომის დროს უკრაინის სამხედრო და ფინანსური დახმარებაა. ეჭვგარეშეა, ვიქტორ ორბანს ძალიან სერიოზული გამოცდა ელის. ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ასე თუ ისე ჩვენ ვიპოვით რაიმე გამოსავალს უკრაინის მხარდასაჭერად - ორბანით თუ მის გარეშე. მაგრამ უკეთესი იქნებოდა და ამ სიტუაციაში ყველანი თავს უკეთ ვიგრძნობდით, თუ ამ საკითხში ევროპის ერთიანობა შენარჩუნებული იქნებოდა. ჩვენ ამაზე ვმუშაობთ", - განაცხადა ტუსკმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)