|
2024-01-28 13:21:45, 720 ნახვა
საზოგადოება
ვახტანგ გომელაური განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, მოადგილესთან იოსებ ჭელიძესთან ერთად, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო თათბირი გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრას განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი ზვიად ხარაზიშვილი ესწრებოდა. "სამუშაო თათბირზე საუბარი შეეხო განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში, თანამშრომლების სამუშაო პირობების უფრო მეტად გაუმჯობესების მიზნით, განხორციელებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს. ამჟამად აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს გარდაბანში, სოფელ კრწანისში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზის მშენებლობა, რომელიც მოიცავს ყაზარმებს, სასადილოს, სპორტულ დარბაზს, გამშვებ პუნქტს, ავტოფარდულს და სხვა საჭირო დამხმარე ინფრასტრუქტურას. ასევე, ქუთაისში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დისლოკაციისთვის შესაბამისი ბაზის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, ხოლო თბილისში მიმდინარეობს ოთხსართულიანი ყაზარმის მშენებლობა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები. მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისთვის სენდვიჩ პანელის შენობების მშენებლობა, მათ შორის: ყაზარმები, საოფისე და სასაწყობე შენობები, სასადილოები, რომლის საერთო ღირებულება 17 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. ინფრასტრუქტურის განვითარების პროცესი გაგრძელდება და უკვე დაგეგმილია თელავის და რუსთავის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზის მშენებლობა. ვახტანგ გომელაურმა დეპარტამენტის თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა",- ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)