|
2024-01-26 16:13:57, 789 ნახვა
საზოგადოება
დეპარტამენტი - 2023 წელს რეგულირების ობიექტების 5 466 ინსპექტირება განვახორციელეთ
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2023 წლის 1-ელი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, რეგულირების ობიექტების (ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიის, გარემოზე ზემოქმედების ნებართვის მფლობელი სუბიექტების, გარემოსდაცვით ტექნიკურ რეგლამენტს დაქვემდებარებული საწარმოების) 5 466 ინსპექტირება განახორციელეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. დეპარტამენტის ცნობით, განხორციელდა 414 რეგულირების ობიექტის საქმიანობის გარემოსდაცვით კანონმდებლობასთან შესაბამისობის გეგმიური და არაგეგმიური ინსპექტირება. "მათ შორის, 121 - გარემოზე ზემოქმედების ნებართვით, ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, ან გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით გათვალისწინებული პირობების შესრულების შემოწმება; 3 - ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის პირობების შესრულების შემოწმება; 13 - სოჭის გირჩით სარგებლობის ლიცენზიის პირობების შესრულების შემოწმება; 7 - სამონადირეო მეურნეობის, თევზჭერის სპეციალური ლიცენზიის პირობების შესრულების შემოწმება; 20 - გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სახეობების იდენტიფიცირების მიზნით სასოფლო-სამეურნეო ნათესებიდან ნიმუშების აღება/შემოწმება და 282 - საქართველოს ნავსადგურებში შემოსული გემების ინსპექტირება. 284 რეგულირების ობიექტს წარედგინა ადმინისტრაციული მიწერილობები გამოვლენილი დარღვევების გონივრულ ვადაში აღმოსაფხვრელად; მათ შორის, 24 რეგულირების ობიექტს ადმინისტრაციული მიწერილობა, დარღვევის სრულ აღმოფხვრამდე საქმიანობის შეზღუდვის (სრული ან ნაწილობრივი) მოთხოვნით წარედგინა. რეგულირების ობიექტების ინსპექტირების მთავარი შედეგი გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრა და საქმიანობის დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანაა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)