10:24 - 20 Aug, 2026
|
2024-01-25 15:48:05, 900 ნახვა
მსოფლიო
მოსკოვის საქალაქო სასამართლომ იგორ გირკინს 4-წლიანი პატიმრობა შეუფარდა [ვიდეო]
რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ყოფილ ოფიცერს, დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის ყოფილ თავდაცვის მინისტრ იგორ გირკინს (სტრელკოვი) მოსკოვის საქალაქო სასამართლომ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ის რუსულენოვანი სამსახური ავრცელებს. როგორც მედია წერს, სასამართლო პროცესი დახურული იყო იმის მიუხედავად, რომ გირკინი და მისი უფლებადამცველი მედიის დასწრებას მოითხოვდნენ. ცნობისთვის, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ყოფილი ოფიცერი, დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის ყოფილი თავდაცვის მინისტრი იგორ გირკინი (სტრელკოვი) მოსკოვში გასული წლის 21 ივლისს დააკავეს და ბრალი ექსტრემისტული საქმიანობის საჯარო მოწოდებისთვის დასდეს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)