|
2024-01-25 13:48:33, 767 ნახვა
საზოგადოება
ნადირაძე - კომპანიას, რომელიც კალაძემ წერეთლის რეაბილიტაციიდან გააგდო, სამინისტრომ 15-მილიონიანი ხელშეკრულება გაუფორმა
კომპანიას, რომელიც კალაძემ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციიდან გააგდო უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო, ნაცვლად შავ სიაში შეყვანისა, გაუფორმდა 15-მილიონიანი ხელშეკრულება ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ,- ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძე აცხადებს. ნადირაძის თქმით, აღნიშნულმა კომპანიამ სამუშაოები კასპი-ახალქალაქის საავტომობილო გზის 11-კილომეტრიან მონაკვეთზე უნდა შეასრულოს. “კომპანია, რომელიც კახი კალაძემ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციიდან გააგდო და თქვა, რომ უხარისხოდ იყო სამუშაოები შესრულებული, დროში ვერ ჩაეტია და ეს ნამდვილად ასე იყო, ხელშეკრულების შეწყვეტიდან რამდენიმე დღეში, იმის ნაცვლად, რომ შეეყვანათ შავ სიაში, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მისცა, დაახლოებით, 15 მილიონი ლარის კონტრაქტი. საუბარია კასპი-ახალქალაქის საავტომობილო გზის, დაახლოებით, 11 კმ-ზე და მერე თუ გაგიკვირდებათ - რატომ ჩავარდა ხიდი, რატომ ჩაინგრა გზა - პასუხი არის მარტივი - კორუფცია, ნეპოტიზმი. კომპანია, რომელიც რეალურად უნდა იყოს შავ სიაში, ეს კომპანია იღებს 15 მილიონ ლარს და რატომ? იმიტომ, რომ ეს კომპანია, ეს პირი დაკავშირებულია “ქართულ ოცნებასთან",- ამბობს ნადირაძე.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)