10:24 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-24 21:17:40, 871 ნახვა

მსოფლიო
უკრაინის დაზვერვა - ჯერჯერობით არ არის სანდო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ იმყოფებოდა ბელგოროდში ჩამოგდებულ რუსულ თვითმფრინავში

ჯერჯერობით არ არის სანდო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ იმყოფებოდა ჩამოგდებულ რუსულ Il-76 თვითმფრინავში, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამხედრო ტყვეების გაცვლა დღეს უნდა მომხდარიყო, მაგრამ არ შედგა.

„ჩვენი დამცველების უსაფრთხოება, შეთანხმებების მიხედვით, რუსული მხარისგან უნდა ყოფილიყო უზრუნველყოფილი. ამავდროულად, უკრაინული მხარე არ იყო ინფორმირებული ქალაქ ბელგოროდის მიდამოში საჰაერო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობის შესახებ გარკვეული პერიოდის განმავლობაში. როგორც არაერთხელ გაკეთებულა წარსულში. ცნობილია, რომ ტყვეების გადაყვანა ხდება საჰაერო, სარკინიგზო და საავტომობილო ტრანსპორტით. ეს შეიძლება, მიუთითებდეს რუსეთის მიერ მიზანმიმართულ ქმედებებზე, რომელიც მიზნად ისახავს პატიმართა სიცოცხლისა და უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

Il-76-ის ჩამოგდების გამო, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევა მოითხოვა. ამის შესახებ ლავროვმა მედიასთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ლავროვმა Il-76-ის თვითმფრინავის ჩამოგდების ფაქტს ტერორისტული მეთოდის გამოყენების კიდევ ერთი ფაქტი უწოდა.

„ჩვენ დაახლოებით საათ-ნახევრის წინ მოვითხოვეთ უშიშროების საბჭოს ჩანიშვნა. ვიმედოვნებთ, რომ საფრანგეთის წარმომადგენლობა კეთილსინდისიერად შეასრულებს თავის მოვალეობას და დანიშნავს ამ შეხვედრას რაც შეიძლება მალე. არ ვისურვებდი, რომ 2022 წლის ისტორია განმეორდეს, როდესაც ბუჩაში ინსცენირება მოაწყვეს და ბრიტანეთის წარმომადგენლობამ სამი დღით უარი თქვა ასეთი შეხვედრის მოწვევაზე“, - განაცხადა ლავროვმა.

შეგახსენებთ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, ჩამოვარდილ Il-76-ის ბორტზე 65 უკრაინელი სამხედრო ტყვე იმყოფებოდა, რომელთა გაცვლაც კიევისა და მოსკოვის კიდევ ერთი შეთანხმების სანაცვლოდ უნდა მომხდარიყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics