|
2024-01-24 09:08:58, 1661 ნახვა
მსოფლიო
თურქეთმა შვედეთის ნატოში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა
თურქეთის პარლამენტმა შვედეთის ნატოში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. შვედეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას პარლამენტის 346 დეპუტატიდან 287-მა დაუჭირა მხარი, 55 წინააღმდეგი იყო, 4-მა კი, კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა. თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა შვედეთის ნატოში გაწევრიანების შესახებ ოქმს ხელი 2023 წლის ოქტომბერში მოაწერა და დოკუმენტი პარლამენტს რატიფიკაციისთვის წარუდგინა. თურქეთის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, შვედეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების გზაზე, უნგრეთი რჩება ერთადერთ ქვეყნად, რომელსაც გაწევრიანების პროტოკოლის რატიფიცირება ჯერ არ მოუხდენია, თუმცა როგორც CNN წერს, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა, გაწევრიანების პირობებზე მოლაპრაკებებისთვის, შვედი კოლეგა ულფ კრისტერსონი უნგრეთში უკვე მიიწვია. ცნობისთვის, შვედეთმა და ფინეთმა ნატოში გაწევრიანების შესახებ 2022 წლის მაისში განაცხადეს. ფინეთი ალიანსის წევრი 2023 წლის აპრილში გახდა, შვედეთის გაწევრიანებას კი, თურქეთი და უნგრეთი ეწინააღმდეგებოდნენ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)