|
2024-01-22 23:16:04, 1634 ნახვა
ომი უკრაინაში
უმეროვი - ბელგია უკრაინის უსაფრთხოებისთვის, 2024 წელს, 611 მილიონ ევროს გამოყოფს
ბელგია უკრაინის უსაფრთხოებისთვის, 2024 წელს, 611 მილიონ ევროს გამოყოფს. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი სოციალურ ქსელ Facebook-ზე წერს. როგორც უმეროვი აღნიშნავს, ბელგიამ უკრაინის თავდაცვის ძალების მოდერნიზებაზე ვალდებულება აიღო. "პროდუქტიული საუბარი გვქონდა ბელგიის თავდაცვის მინისტრთან, ლუდივინ დედონდერთან. განვიხილეთ ფრონტის ხაზზე ბოლო მოვლენები და ჩვენს ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივები. მადლობა ბელგიას სამხედრო საჰაერო ძალების კოალიციაში მონაწილეობისთვის, მათ შორის პილოტების მომზადების პროგრამაში. ძალიან ვაფასებ ბელგიელი პარტნიორების ურყევ მხარდაჭერას. ბელგია გეგმავს 611 მილიონი ევროს სამხედრო დახმარების გაწევას წელს და აქვს გრძელვადიანი ვალდებულება მხარი დაუჭიროს ჩვენი თავდაცვის ძალების მოდერნიზაციას", - წერს უმეროვი.
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)