|
2024-01-22 22:47:15, 749 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის ელჩი გაეროში - გვსურს აღვნიშნოთ რუსეთის ფედერაციის ფარისევლობა
ჩვენ გვსურს აღვნიშნოთ რუსეთის ფედერაციის ფარისევლობა, როდესაც მან კიდევ ერთი უშიშროების საბჭო მოიწვია, რათა გაეკრიტიკებინა უკრაინისთვის იარაღის კანონიერი მიწოდება, - ამის შესახებ გაეროშო უკრაინის ელჩმა, სერჰი კისლიცამ განაცხადა. კისლიცამ დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდა, რომ არ დაეხმარონ რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში. "ჩვენ გვსურს აღვნიშნოთ რუსეთის ფედერაციის ფარისევლობა, როდესაც მან კიდევ ერთი უშიშროების საბჭო მოიწვია, რათა გაეკრიტიკებინა უკრაინისთვის იარაღის კანონიერი მიწოდება, რაც კეთდება უკრაინის სუვერენიტეტის დაცვისთვის. დღევანდელი ნაბიჯი არის კიდევ ერთი მცდელობა რუსეთის ფედერაციისგან, რომ ყურადღება გადაიტანოს აგრესიული ომიდან, რომელსაც ის უკრაინაში აწარმოებს, სისტემატურად ბომბავს, კლავს მშვიდობიან მოსახლეობას და ანადგურებს ინფრასტრუქტურას. როდესაც უკრაინა ცდილობს საკუთარი მოქალაქეების დაცვას, რუსეთი მშვიდობიან მოსახლეობას სხვა ქვეყნებში შეძენილი იარაღით კლავს. ჩვენ ვგმობთ რუსეთის მხარდაჭერას ირანის, ბელარუსისა და კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის მიერ. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ქვეყანას, არ გაუწიონ დახმარება რუსეთს ამ აგრესიულ ომში", - განაცხადა სერჰი კისლიცამ. ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ნიუ-იორკში დღეს ჩავიდა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)