|
2024-01-19 20:23:15, 1219 ნახვა
მსოფლიო
ერდოღანი - ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ დღევანდელი ფიურერია
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ დღევანდელი ფიურერია, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. როგორც ერდოღანი აღნიშნავს, ორგანიზაციებმა, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე, წარუმატებლობა განიცადეს და რეპუტაცია დაკარგეს „დღეს ჩვენ, ყველანი გაოგნებულები ვართ, ვინც უსაზღვრო და უპირობო მხარდაჭერას უწევს ისრაელის ადმინისტრაციას ჩვენს რეგიონში ავიამზიდების გაგზავნით, ვინც თვალს ხუჭავს ისრაელის მიერ ჩადენილ ხოცვა-ჟლეტასა და სისასტიკეზე, ხვალ ვერ გაექცევა სიტყვებს „თუ მხოლოდ“ და დიდ სინანულში ჩავარდებიან. გაჩნდნენ ფაშისტური სახეები, ვინც დემოკრატიაზე ქადაგებას არავის დაანებებენ, როდესაც საქმე სიტყვას ეხება. ორგანიზაციებმა, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე, წარუმატებლობა განიცადეს და რეპუტაცია დაკარგეს. მათ მხოლოდ ნეთანიაჰუს, დღევანდელი ფიურერის და მისი გუნდის დანახვა შეუძლიათ, რომელთა თვალები სისხლითა და სიძულვილით არის სავსე და ჩადიან გენოციდურ ბარბაროსობას პალესტინელი ხალხის წინააღმდეგ“, - განაცხადა ერდოღანმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)