|
2024-01-19 16:05:12, 1106 ნახვა
მსოფლიო
პისტორიუსი - შესაძლოა, რომ ვლადიმერ პუტინი თავს ნატოს ქვეყნებსაც დაესხას
გერმანიის თავდაცვის მინისტრის, ბორის პისტორიუსის განცხადებით, შესაძლებელია, რომ რამდენიმე წელში რუსეთის პრეზიდენტი ვალდიმერ პუტინი თავს ნატოს წევრ ქვეყნებს დაესხას. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა Bild-ი ავრცელებს. პისტორიუსის თქმით, თავდასხმა, შესაძლოა, ხუთი-რვა წლის შემდეგ მოხდეს. „ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ვლადიმერ პუტინი ერთხელაც, შესაძლოა, ნატოს ქვეყნებსაც კი დაესხას თავს. ჩვენი ექსპერტები ელოდებიან, რომ ეს, შესაძლოა, ხუთი-რვა წლის შემდეგ მოხდეს“, - განაცხადა პისტორიუსმა. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან მუქარა თითქმის ყოველდღიურად ისმის. „ჩვენ სწრაფად უნდა გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვა არსებული სიტუაციის ფონზე“, - დასძინა პისტორიუსმა. გამოცემის ინფორმაციითვე, პისტორიუსმა სავალდებულო სამხედრო სამსახურის ცვლილებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მზადაა, შეიარაღებულ ძალებში ის ადამიანები დაუშვას, რომლებსაც გერმანიის მოქალაქეობა არ აქვთ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)