|
2024-01-19 10:15:43, 1261 ნახვა
მსოფლიო
CNN - „ჰუსიტებმა“ აშშ-ის კუთვნილ გემს ბალისტიკური რაკეტები ესროლეს
იემენელმა „ჰუსიტებმა“ ამერიკის შეერთებული შტატების კუთვნილ გემს ბალისტიკური რაკეტები ესროლეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, "ჰუსიტებმა" Chem Ranger-ის წინააღმდეგ 2 ხომალდსაწინააღმდეგო ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს, თუმცა თავდასხმას მსხვერპლი და დაზიანებები არ მოჰყოლია. "ეკიპაჟმა რაკეტების გაშვება გემის მახლობლად დააფიქსირა, თუმცა ისინი წყალში ჩაეშვნენ და გემი არ დაზიანებულა", - აცხადებენ აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაში. მათივე ცნობით, თავდასხმის შემდეგ გემმა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების საკუთრებაა და საბერძნეთი მართავს, გზა განაგრძო. CNN-ის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატების მიერ "ჰუსიტების" წინააღმდეგ თავდასხმები მაშინ შეჩერდება, როდესაც ისრაელი ღაზას სექტორში ომს დაასრულებს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)