|
2024-01-18 18:42:11, 1004 ნახვა
საზოგადოება
ალასანია CPT-ს ანგარიშზე - მკურნალობა, რომელიც უტარდება კლინიკაში, არ არის გათვლილი მიხეილ სააკაშვილის გამოჯანმრთელებაზე
მათი დასკვნაა, რომ მკურნალობა, რომელიც უტარდება კლინიკაში, არ არის გათვლილი მიხეილ სააკაშვილის გამოჯანმრთელებაზე, - ასე გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია „წამების პრევენციის კომიტეტის“ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს, სადაც „ვივამედში“ საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და სხვა პატიმარი პაციენტების პირობებზეა საუბარი. როგორც ალასანია აღნიშნავს, მისთვის სრულიად წარმოუდგენელია, თუ როგორ ეგუეხბა მოსახლეობა მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას. "მათი დასკვნაა ასეთი, რომ ეს მკურნალობა, რომელიც მას უტარდება კლინიკაში, არ არის გათვლილი მის გამოჯანმრთელებაზე არავითარ შემთხვევაში. ეს რას ნიშნავს - ეს იმას ნიშნავს, რომ გაძლებაზეა ადამიანი. აი რამდენ ხანს გაძლებს, რამდენ ხანს გაძლებს მისი ჯანმრთელობა და რამდენ ხანს გაძლებს მისი ფსიქიკა. აი ამაზეა გათვლილი და მე ამას შევდივარ, დღეში ორჯერ ვუყურებ მთელი ამ ხნის მანძილზე, რაც ეს ადამიანი იმყოფება კლინიკაში. მაინცდამაინც სასიამოვნო არ არის ყველაფრის ამის ყურება და სრულიად წარმოუდგენელია, ჩვენი მოსახლეობა როგორ ეგუება ამ ყველაფერს. ძალიან გაკვირვებული ვარ", - განაცხადა გიული ალასანიამ. ცნობისთვის, „წამების პრევენციის კომიტეტი“ „ვივამედში“ სააკაშვილისა და სხვა პატიმარი პაციენტების პირობებზე ანგარიშს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, კლინიკა პაციენტებს შესაბამის თერაპიულ გარემოს ვერ სთავაზობს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)