|
2024-01-18 17:32:26, 877 ნახვა
საზოგადოება
ჩხაიძე „წამების პრევენციის კომიტეტის“ ანგარიშზე - ვერ დავეთანხმები, რომ კლინიკაში მჩაგვრელი და დამამცირებელი გარემოა
მე ვერ დავეთანხმები, რომ კლინიკაში არის მჩაგვრელი და დამამცირებელი გარემო, - ასე გამოეხმაურა კლინიკა "ვივამედის" სამედიცინო დირექტორი ზურაბ ჩხაიძე „წამების პრევენციის კომიტეტის“ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს, სადაც „ვივამედში“ საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და სხვა პატიმარი პაციენტების პირობებზეა საუბარი. როგორც ჩხაიძე აღნიშნავს, მიხეილ სააკაშვილზე ზედამხედველობას პენიტენციური დაწესებულება აწარმოებს და ყველა აუცილებელ ღონისძიებას სწორედ ისინი ატარებენ. "ზედამხედველობას აწარმოებს პენიტენციური დაწესებულება და ამიტომ ის აუცილებელი ღონისძიებები, რასაც ისინი ატარებენ, ეს გაწერილია მათ მიერ და ამაზე პასუხისმგებელი არის შესაბამისი დაწესებულება, ეს არანაირად არ შედის კლინიკის კომპეტენციაში. მე ვერ დავეთანხმები, რომ კლინიკაში არის მჩაგვრელი და დამამცირებელი გარემო, ან რაში აისახება ეს? პაციენტის ფართობი, რომელშიც მოთავსებულია, არის ოროთახიანი პალატა, რომელშიც არის შესაბამისი აღჭურვილობა. კონკრეტულ შემთხვევაშიც შევთავაზეთ პაციენტს არაერთხელ, რომ მას აქვს საშუალება, რომ გამოვიდეს დერეფნის პერიმეტრზე და ისარგებლოს ამით, თუმცა მან უარი განაცხადა", - აცხადებს ჩხაიძე. ცნობისთვის, „წამების პრევენციის კომიტეტი“ „ვივამედში“ სააკაშვილისა და სხვა პატიმარი პაციენტების პირობებზე ანგარიშს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, კლინიკა პაციენტებს შესაბამის თერაპიულ გარემოს ვერ სთავაზობს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)