|
2024-01-18 12:35:52, 1000 ნახვა
საზოგადოება
ბაზისბანკმა თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტისთვის სახელობითი სტიპენდია დააწესა
ბაზისბანკმა, პროექტის "დააფინანსე შესაძლებლობა" ფარგლებში და თავისუფალი უნივერსიტეტის ალუმნი ფონდთან პარტნიორობით, უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის მიზანდასახული და შედეგებზე ორიენტირებული სტუდენტისთვის სახელობითი სტიპენდია დააწესა. ბაზისბანკის სტიპენდიანტი ყოველთვიურ, 300-ლარიან სტიპენდიას მთელი აკადემიური წლის განმავლობაში მიიღებს. თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტი, მიღებული სტიპენდიით პროგრამირების კურსის გავლას გეგმავს, რაც მას პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაში დაეხმარება. „ბაზისბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, აქტიურად არის ჩართული და მნიშვნელოვან კონტრიბუციას ახორციელებს ახალგაზრდა თაობის განათლების მხარდამჭერ აქტივობებში. ბაზისბანკის მიერ დაწესებული სახელობითი სტიპენდიის მეშვეობით თავისუფალი უნივერსიტეტის კიდევ ერთი სტუდენტი შეძლებს გაიღრმავოს თეორიული და პრაქტიკული ცოდნა და ჩვენ კი მომავალშიც არაერთ საინტერესო და მნიშვნელოვან პროექტს განვახორციელებთ ახალი თაობის განათლების და წახალისების მიმართულებით“,- აცხადებს ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი, თამარ ხადური. ცნობისთვის, ბაზისბანკი წლების განმავლობაში არაერთი უმაღლესი სასწავლებლის, მათ შორის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის და სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ფინანსური პარტნიორი და ახალი თაობის განათლების მხარდამჭერია.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)