13:37 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-13 16:12:36, 863 ნახვა

მსოფლიო
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - კრიზისების მატების მიუხედავად, უკრაინა დარჩება საფრანგეთის პრიორიტეტად

კრიზისების მატების მიუხედავად, უკრაინა არის და დარჩება საფრანგეთის პრიორიტეტად, - ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სტეფან სეჟორნემ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დმიტრო კულებასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, საფრანგეთი აღტაცებულია უკრაინელი ხალხის სიმამაცითა და გამძლეობით.

„კრიზისების მატების მიუხედავად, უკრაინა არის და დარჩება საფრანგეთის პრიორიტეტად. ჩვენ არ ვიყოყმანებთ, ჩვენი მონდომება უცვლელი რჩება, ისევე როგორც, უკრაინელი ხალხის სიმამაცითა და გამძლეობით ჩვენი აღტაცება“, - განაცხადა სტეფან სეჟორნემ.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი სტეფან სეჟორნე პირველი ოფიციალური ვიზიტით კიევში დღეს ჩავიდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
კიევში 21 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics