13:37 - 20 Aug, 2026
|
2024-01-12 20:19:55, 697 ნახვა
მსოფლიო
უკრაინამ და დიდმა ბრიტანეთმა უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შეთანხმებას ხელი მოაწერეს
უკრაინამ და დიდმა ბრიტანეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. როგორც უკრაინული მედია აღნიშნავს, გაერთიანებული სამეფო გახდა პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც ხელი მოაწერა უკრაინასთან თანამშრომლობის მსგავს დოკუმენტს. შეთანხმება მოიცავს სამხედრო და არასამხედრო თანამშრომლობას ბრიტანეთსა და უკრაინას შორის უკრაინის უსაფრთხოების მხარდასაჭერად, რომელიც გრძელვადიანი იქნება. შეთანხმების თანახმად, რუსეთის მომავალი თავდასხმის შემთხვევაში, ბრიტანეთი უკრაინას სწრაფად და დაუყოვნებლივ მიაწვდის აუცილებელ დახმარებას, მათ შორის თანამედროვე იარაღს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)