13:37 - 20 Aug, 2026
|
2024-01-12 09:30:35, 744 ნახვა
მსოფლიო
BBC - აშშ-მა და ბრიტანეთმა იემენში, „ჰუსიტების“ წინააღმდეგ საჰაერო დარტყმები განახორციელეს [ვიდეო]
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა იემენში, „ჰუსიტების“ წინააღმდეგ საჰაერო დარტყმები განახორციელეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. BBC-ის ცნობით, დარტყმები დედაქალაქ სანში, „ჰუსიტების“ წითელი ზღვის პორტებში - ჰუდაიდაში, დამარსა და საადაში დაფიქსირდა. მედიის ცნობითვე, თავდასხმის დაწყება დაადასტურა „ჰუსიტების“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა, აბდულ ქადერ ალ-მორტადამაც. "ამერიკულ-სიონისტურ-ბრიტანულმა აგრესიამ იემენის წინააღმდეგ წამოიწყო რამდენიმე რეიდი დედაქალაქ სანაზე, ჰუდეიდას გუბერნიაზე, საადასა და დამარზე", - წერს ალ-მორტადამი X-ზე (ყოფილ Twitter-ზე). ამასთან, როგორც „ჰუსიტების“ ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, აშშ და დიდი ბრიტანეთი ამ აგრესიისთვის „მძიმე საფასურს გადაიხდიან".
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)