|
2024-01-11 16:54:24, 674 ნახვა
მსოფლიო
მორავეცკი - ბოლო 35 წლის განმავლობაში პოლონეთში პოლიტიკური პატიმრები პირველად გვყავს
პოლონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავეცკი ქვეყნის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, მარიუშ კამინსკისა და მისი ყოფილი მოადგილის, მაცეი ვონსიკის დაპატიმრებას გამოეხმაურა. როგორც მორავეცკიმ აღნიშნა, ბოლო 35 წლის განმავლობაში პოლონეთს პოლიტიკური პატიმრები პირველად ჰყავს. „პირველად ბოლო 35 წლის განმავლობაში, კომუნიზმის დაცემისა და პოლონელების ტოტალიტარიზმზე დიდი გამარჯვების შემდეგ, პოლონეთში პოლიტიკური პატიმრები გვყავს. მარიუშ კამინსკი და მაცეი ვონსიკი დონალდ ტუსკის ახალი მთავრობის პოლიტიკური შურისძიების მსხვერპლები არიან. მოვუწოდებ დასავლეთის დემოკრატიულ თანამეგობრობას, ნუ შეხედავენ პასიურად იმას, რაც დღეს პოლონეთში ხდება“, - განაცხადა მორავეცკიმ. ცნობისთვის, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი მარიუშ კამინსკი და მისი ყოფილი მოადგილე მაცეი ვონსიკი პოლონეთის პოლიციამ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის დააკავა.
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)