|
2024-01-11 14:15:49, 692 ნახვა
საზოგადოება
მერია - საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად სამგორის რაიონში მცხოვრებ 23 ოჯახს დაუკანონდა
თბილისის მერის ინიციატივით, მოქალაქეებისთვის საცხოვრებელი ფართების სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად დაკანონების პროცესი გრძელდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, თბილისის მერმა, კახა კალაძემ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები ამჯერად, სამგორის რაიონში მცხოვრებ 23 ოჯახს გადასცა. „ვუერთდები ამ ადამიანების სიხარულს. 3 000-ზე მეტი ოჯახია ფართებით დაკმაყოფილებული. აღნიშნული პროგრამის განხორციელებას განვაგრძობთ. ჯერ კიდევ რჩება ამ მიმართულებით გამოწვევები, თუმცა ყველა ოჯახს ხელს შევუწყობთ, რომ საცხოვრებელი ფართები, სადაც წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ, მათი საკუთრება გახდეს“, - განაცხადა კალაძემ. თბილისის მერთან ერთად, ადგილზე სამგორის გამგებელი კახა სამხარაძე და რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი რევაზ სოხაძე იმყოფებოდნენ. აღსანიშნავია, რომ დედაქალაქის მერიაში საცხოვრებელი ფართების დაკანონების მსურველთა ასობით განაცხადია შემოსული, რომელთა განხილვა და დაკმაყოფილება ეტაპობრივად მიმდინარეობს.
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)