|
2024-01-11 12:02:20, 636 ნახვა
მსოფლიო
ნეთანიაჰუ - ისრაელი არ აპირებს ღაზას სამუდამოდ ოკუპაციას - მთავარი ამოცანა „ჰამასის“ განადგურებაა
ისრაელი არ აპირებს ღაზას სამუდამოდ ოკუპაციას ან მისი მშვიდობიანი მოსახლეობის გადასახლებას, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა. ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელის მთავარი ამოცანა „ჰამასის“ განადგურებაა. „მსურს, სრულიად ნათლად განვაცხადო. ისრაელი არ აპირებს ღაზას სამუდამოდ ოკუპაციას ან მისი მშვიდობიანი მოსახლეობის გადასახლებას. ისრაელი ებრძვის „ჰამასის“ ტერორისტებს და არა პალესტინელ მოსახლეობას და ჩვენ ამას ვაკეთებთ საერთაშორისო სამართლის სრული დაცვით. ისრაელის შეიარაღებული ძალები ყველაფერს აკეთებს, რათა შეამციროს მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი, ხოლო „ჰამასი“ ყველაფერს აკეთებს, რომ მსხვერპლი მაქსიმალურად გაზარდოს პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობის ადამიანურ ფარად გამოყენებით. ჩვენი მიზანია, გავათავისუფლოთ ღაზა „ჰამასის“ ტერორისტებისგან და გავათავისუფლოთ ჩვენი მძევლები", - განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)