|
2024-01-10 17:45:05, 692 ნახვა
მსოფლიო
AP - „ჰამასის“ მიერ აყვანილი მძევლების გათავისუფლებაზე მოლაპარაკებების ახალი ეტაპი ეგვიპტეში გაიმართება
ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასის“ მიერ აყვანილი მძევლების გათავისუფლებაზე მოლაპარაკებების ახალი ეტაპი ეგვიპტეში გაიმართება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Associated Press-ი ეგვიპტის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიის ცნობით, მოლაპარაკებების ჩასატარებლად, კაიროში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და ისრაელის დელეგაცია უკვე ჩავიდნენ. შეგახსენებთ, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის 4-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 24 ნოემბერს ამოქმედდა. მანამდე, 21 ნოემბერს, ორ მხარეს შორის გაიმართა მოლაპარაკება, რომლის მიხედვითაც, 4 დღის განმავლობაში, 50 მძევალი 150 პალესტინელი პატიმრის სანაცვლოდ უნდა გათავისუფლებულიყო. მას შემდეგ, რაც ისრაელსა და "ჰამასს" შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა, ტერორისტული დაჯგუფების მიერ 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორში გატაცებული მძევლებისა და ისრაელის მიერ პალესტინელი პატიმრების გათავისუფლების რამდენიმე რაუნდი შედგა.
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)