|
2024-01-10 16:50:02, 736 ნახვა
მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკი გიტანას ნაუსედას შეხვდა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ლიეტუვის პრეზიდენტს, გიტანას ნაუსედას შეხვდა. აღნიშნულის შესახებ გიტანას ნაუსედა X-ზე (ყოფილ Twitter-ზე) წერს. ნაუსედას თქმით, ლიეტუვა გააგრძელებს უკრაინის დახმარებას. "მოხარული ვარ, მივესალმო ჩემს ძვირფას მეგობარს, ვოლოდიმირ ზელენსკის, უკრაინის წინააღმდეგობის სიმბოლოს რუსული აგრესიისადმი და თავისუფლებისთვის გმირული ბრძოლისთვის, ვილნიუსში. ჩვენ გვჯერა უკრაინის გამარჯვების და გავაგრძელებთ თქვენს მხარდაჭერას! ძვირფასო ძმებო, ჩვენ თქვენთან ვართ", - წერს ნაუსედა. უკრაინული მედიის ცნობით, შეხვედრისას მხარეები უკრაინის ევროინტეგრაციისკენ მიმართულ შემდგომ ნაბიჯებს განიხილავენ. გარდა ამისა, ქვეყნის ლიდერები ფრონტზე არსებულ ვითარებას, უკრაინის თავდაცვისა და ფინანსური მხარდაჭერის კოორდინაციის საკითხებსა და ნატოს სამიტს განიხილავენ, რომელიც 2024 წლის ზაფხულში ვაშინგტონში გაიმართება.
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)