|
2024-01-10 13:25:32, 742 ნახვა
საზოგადოება
ჩხაიძე სააკაშვილზე - გააჩნია გარკვეული ჩივილები, თუმცა მდგომარეობა სტაბილურია
პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია,- ამის შესახებ კლინიკა "ვივამედის" სამედიცინო დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც ჩხაიძე ამბობს, საააკაშვილს ჩივილები აქვს, თუმცა "საგანგაშო არ არის". "აღნიშნავს გარკვეულ ჩივილებს. პაციენტი, რა თქმა უნდა, საჭიროებს ყურადღებას სტაციონარის პირობებში, რაც გრძელდება. ჩივილები არ არის საჯარო ინფორმაცია. მას გააჩნია გარკვეული ჩივილები, რაც საყურადღებოა... საგანგაშო ნამდვილად არ არის. რამე გართულებას არ ველოდებით",- განაცხადა ჩხაიძემ "TV პირველთან" სატელფონო საუბრისას. ცნობისთვის, დღეს, 10 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. პიჯაკების საქმეზე სასამართლო პროცესი იყო ჩანიშნული. მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა განაცხადა, რომ მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა პროცესზე დისტანციურად დასწრებაზე უარი თქვა. მოსამართლის განმარტებით, პენიტენციური სამსახურის მიერ შედგენილ ოქმში აღნიშნული იყო, რომ ექსპრეზიდენტმა უარის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა.
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)