14:21 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-09 17:35:55, 938 ნახვა

საზოგადოება
ხატს, რომელზეც სტალინია გამოსახული, სავარაუდოდ, საღებავი შეასხეს [ვიდეო]

სამების საკათედრო ტაძარში დასვენებულ წმინდა მატრონა მოსკოველის ხატს, რომელზეც სტალინია გამოსახული, სავარაუდოდ, საღებავი შეასხეს. 

ამის ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტმა, ნატა ფერაძემ გაავრცელა.

კადრებში ჩანს, რომ ხატს ლურჯი ფერის საღებავი აქვს შესხმული.  

შეგახსენებთ, თავდაპირველად წმინდა მატრონა მოსკოველის ხატის შესახებ ინფორმაცია დეკანოზმა, ილია ჭიღლაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა. 6 იანვარს, ჭიღლაძემ "ფეისბუქზე" გამოაქვეყნა ხატის ფოტოები და ამბობდა, რომ ის თბილისში, სამების საკათედრო ტაძარში იყო დასვენებული და მასზე საბჭოთა დიქტატორი იოსებ სტალინი იყო გამოსახული.

აღნიშნულის შემდეგ, ხატის ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში პოლიტიკოსმა, გიორგი კანდელაკმაც გაავრცელა.

მოგვიანებით, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ გენერალურმა მდივანმა, ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ ხატი სამებას მათ შესწირეს.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics