13:45 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-09 12:32:05, 887 ნახვა

საზოგადოება
ჯაფარიძე - ჯანდაცვის სისტემაში სრული კოლაფსია - „მედ-გიდი“ ისევ თქვენს სამსახურშია

საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში სრული კოლაფსია! არ მეგონა, რომ საჭირო გახდებოდა "მედ-გიდის" კვლავ დაბრუნება, მაგრამ შექმნილი რთული ვითარებიდან გამომდინარე, კვალიფიციური ექიმების გუნდთან ერთად, საჭიროდ ვთვლი, რომ აქტიურად ჩავერთოთ და მოსახლეობას ყველა შესაძლო დახმარება გავუწიოთ,- ამის შესახებ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ განაცხადა.

ჯაფარიძის თქმით, ექიმები მსურველებს უფასო ონლაინ კონსულტაციას გაუწევენ.

„დღეს ნათლად გამოჩნდა, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში სრული კოლაფსია! ქვეყნის ათასობით მოქალაქე იმყოფება საკმაოდ რთულ მდგომარეობაში, მდგომარეობას ამძიმებს ის, რომ ადამიანები საკუთარი ძალებით ცდილობენ გაუმკლავდნენ ამ რთულ გამოწვევას! ჯანდაცვის სისტემა ისევ გაუმართავია, ისევ სრულიად მოუმზადებელი შეხვდა მორიგ გამოწვევას! 

სამწუხაროდ, არ მეგონა, რომ "კოვიდის" შემდეგ საჭირო გახდებოდა "მედ-გიდის" კვლავ დაბრუნება, მაგრამ შექმნილი რთული ვითარებიდან გამომდინარე, კვალიფიციური ექიმების გუნდთან ერთად, საჭიროდ ვთვლი, რომ აქტიურად ჩავერთოთ და მოსახლეობას ყველა შესაძლო დახმარება გავუწიოთ. 

მინდა შეგახსენოთ, მაშინ როცა ხელისუფლებამ "კოვიდ 19-ის" პირისპირ დატოვა მოსახლეობა, მაშინ როდესაც ჩვენი მოქალაქეები სრულიად უიმედოდ ითხოვდნენ შველას, ჩვენი გუნდი, საკუთარი ძალებით, 24-საათიან რეჟიმში ყველაფერს აკეთებდა, რომ ქვეყნის ათასობით მოქალაქის სიცოცხლე გადაერჩინა. სწორედ მაშინ, ქართველმა ექიმებმა აჩვენეს აქამდე არნახული სოლიდარობის და ერთიანობის მაგალითი...

ასე რომ, "მედ-გიდი" ისევ თქვენს სამსახურშია. ჩვენი, საქართველოში წამყვანი ექიმები გაგიწევენ სრულიად უფასო ონლაინ კონსულტაციებს",- განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
ბერა ივანიშვილზე დაწერილი პოსტის გამო, ნატა ფერაძე სასამართლოში დაიბარეს
სუს: სოფელ ბერუშეთთან ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პაპუაშვილი: რეზოლუციებმა საბოლოოდ გადაკვეთეს ქართველი ხალხის მიერ დადგენილი წითელი ხაზები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics