15:28 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-07 18:46:16, 833 ნახვა

საზოგადოება
მჭედლიშვილი სტალინის გამოსახულებაზე - რამდენიმე თვეა, ეს ხატი იქ არის - არც ჩანს ფაქტობრივად, თუმცა ვიღაცა ადამიანებმა ატეხეს ერთი ამბავი

სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური, არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი აცხადებს, რომ წმინდა მატრონა მოსკოველის ხატი, რომელზეც იოსებ სტალიანია გამოსახული, რამდენიმე თვეა, სამებაშია დასვენებული.

როგორც მჭედლიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, "ეს ხატი არ არის, არამედ ხატმწერის მიერ დაწერილი გამოსახულებაა".

"ეს არის დღესასწაული და ასეთ რაღაც მნიშვნელობების იმაზე არ ღირს. არ გავურბივართ პასუხს. ის არ არის ხატი - მოდი, ასე ვთქვათ, არის რაღაც ერთ-ერთი ხატმწერის მიერ დაწერილი რაღაც პატარა გამოსახულება, რომლისთვისაც ყურადღება არავის მიუქცევია, გარდა ჟურნალისტებისა და ატეხეს ერთი ამბავი. რამდენიმე თვეა, ეს ხატი იქ არის, არც ჩანს ფაქტობრივად, თუმცა ვიღაცა ადამიანებმა ატეხეს ერთი ამბავი",- აცხადებს იოვანე მჭედლიშვილი.

შეგახსენებთ, დეკანოზმა, ილია ჭიღლაძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ხატის ფოტოები, რომელიც მისი განცხადებით, თბილისში, სამების საკათედრო ტაძარშია დასვენებული და მასზე საბჭოთა დიქტატორი იოსებ სტალინია გამოსახული. 

მოგვიანებით, ხატის ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში პოლიტიკოსმა, გიორგი კანდელაკმაც გაავრცელა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ერდოღანს 2028 წელს მესამედ შეეძლება პრეზიდენტად კენჭისყრა
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 164-მდე გაიზარდა
კობახიძე: ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს ასეთ რეზოლუციებს, მძიმე მდგომარეობაა PACE-ში
CashBack-ის და VISA-ს საზაფხულო შეთავაზება ლიბერთის მომხმარებლებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics