15:10 - 20 Aug, 2026
|
2024-01-07 16:27:39, 740 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერის მოადგილემ „ალილოს“ მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცა
შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, დედაქალაქში "ალილოს" ტრადიციული მსვლელობა გაიმართა, რომელსაც თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია შეუერთდა. ანდრია ბასილაიამ ალილოს მონაწილეებს დღესასწაული მიულოცა და საშობაო ნობათი გადასცა. „მინდა, ყველას მივულოცო შობის უდიდესი დღესასწაული, თითოეულ ოჯახს ვუსურვო ბედნიერება, დღეგრძელობა და ჯანმრთელობა. საახალწლო დღეებსა და შობასთან დაკავშირებით, დედაქალაქში სადღესასწაულო ღონისძიებები გრძელდება. ველოდებით ყველას საშობაო კონცერტზე, რომელიც დღეს, 20:00 საათზე ორბელიანის მოედანზე გაიმართება“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ. "ალილოს" საქართველოში ისტორიული ფესვები აქვს. სადღესასწაულო მსვლელობა თბილისში წლებია იმართება.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)