|
2024-01-03 10:03:22, 864 ნახვა
საზოგადოება
საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ზურაბ სიჭინავამ მებაჟე ოფიცრებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა
საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ზურაბ სიჭინავამ მებაჟე ოფიცრებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ზურაბ სიჭინავამ, ახალი 2024 წლის დადგომა საბაჟო გამშვებ პუნქტსა და გაფორმების ეკონომიკურ ზონებში მყოფ მებაჟე ოფიცრებს მიულოცა და საახალწლო საჩუქრები გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. საბაჟო დეპარტამენტის უფროსმა ეკონომიკურ ზონებში მყოფ მებაჟე ოფიცრებს სიტყვით მიმართა. „შემოსავლების სამსახურის თითოეულ თანამშრომელს ვულოცავ დამდეგ ახალ წელს. ჯანმრთელობას და კეთილდღეობას გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს. მსურს, გულითადი მადლობა გადაგიხადოთ კეთილსინდისიერი შრომისთვის, ჩვენ ყველა თქვენს ინიციატივას გავიზიარებთ და გვერდით დავუდგებით. მჯერა, რომ 2024 წელი წარმატებების, ქვეყნის წინსვლის და განვითარების წელიწადი იქნება“, - აღნიშნა საბაჟო დეპარტამენტის უფროსმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)